ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „ტორინოსთან“ (2:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი მცველის განცხადებით, მიმდინარე სეზონში გუნდი ბევრ შეცდომას უშვებს და ასეთ დონეზე ეს დაუშვებელია.
„შეცდომები დავუშვით, რომლის დაშვება ასეთ დონეზე არ შეიძლება. სამწუხაროა, რადგან როდესაც უშეცდომოდ ვთამაშობდით, თამაში ხელში გვქონდა, საფრთხის წინაშე არ ვიყავით და მომენტები შევქმენი. დღეს ბევრი საგოლე შანსი გვქონდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებთ.
ახლა საჭიროა გუნდი ერთიანი დარჩეს, რაც შეიძლება ნაკლები ვილაპარაკოთ და დღიდან დღემდე ვიმუშაოთ. ოთხშაბათს მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს, რომელშიც გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნება. წინ უნდა ვიაროთ მაქსიმალურად და ჩვენი მიზნის მიღწევა, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა უნდა ვცადოთ. ვიცით, რომ სეზონის ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს“, – თქვა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 56 ქულით „ნაპოლისთან“ ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს და 7 აპრილს სწორედ ჯენარო გატუზოს გუნდს უმასპინძლებს.