მთავარი / სიახლეები / ტონი: “რონალდუს მეტოქის მოტყუებაც არ შეუძლია”

ტონი: “რონალდუს მეტოქის მოტყუებაც არ შეუძლია”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ლუკა ტონიმ „იუვენტუსის“ და კრიშტიანუ რონალდუს თამაში შეაფასა იტალიის თასის ფინალში. ტონის აზრით, რონალდუს ფიზიკური კონდიციები კრიტიკას ვერ უძლებს.

„ფინალში ვნახე „იუვენტუსი“, რომელსაც დიდი სირთულეები ჰქონდა, მათ შორის რონალდუც, რომელიც ასეთი ნელი ტემპის თამაშშიც არ ჩანდა. მისგან ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინია, მაგრამ პრობლემები ჰქონდა, განსაკუთრებით ფიზიკური კონდიციების კუთხით.

ბუფონის გარდა, რომელიც საუკეთესო იყო, მხოლოდ დუგლას კოშტა მომეწონა, მაგრამ სარიმ მე-60 წუთზე შეცვალა. მხოლოდ ის და კუადრადო ცხდილობდნენ ერთი-ერთზე მეტოქის მოტყუებას. რონალდუს და დიბალას ეს არ შეეძლოთ“, – თქვა ტონიმ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …