იტალიის თასის ფინალში წაგების შემდეგ „იუვენტუსი“ ტურინში დაბრუნდა და დაუყოვნებლივ საწვრთნელი სესია გაიმართა.
ალექს სანდროს მცირე ტრავმა აღენიშნება და ფიზიოთერაპია დაენიშნა, ხოლო სამი ხედირას ბარძაყის ტრავმა აქვს, რის გამოც ფინალი გამოტოვა. უახლოს დღეებში შემდეგ გამოკვლევებს ჩაიტარებს, რათა აღდგენის დრო განისაზღვროს. რაც შეეხება ალექს სანდროს, მინიმუმ 20 დღე იუქმებს და 4 შეხვედრა გაუცდება.
ჯორჯო კიელინი და გონსალო იგუაინი ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. მომდევნო ვარჯიში შაბათს, დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.
„იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 22 ივნისს, სერია A-ს ეგიდით სტუმრად „ბოლონიასთან“ ჩაატარებს.