„იუვენტუსის“ მარცხი ლეგენდარულმა ალესანდრო დელ პიერომ Sky Sport-თან შეაფასა და თქვა, რომ ეს მძიმე დარტყმაა.
გარდა ამისა, ალექსი ჯენარო გატუზოს წარმატებით ბედნიერი დარჩა და რინოზე განსაკუთრებულად თბილდ ისაუბრა.
„რინო მრავალი ასპექტით განსაკუთრებული პერსონაა., როგორც ადამიანური კუთხით და მან ეს დაამტკიცა, როგორც ფეხბურთელის კარიერის, ისე მწვრთნელის რანგში. ახლაც აგრძელებს ამის გაკეთებას.მას კიდევ შეუძლია განვითარება და აშკარაა, რომ პირადი თვალსაზრისით ბედნიერი ვარ მის გამო, განსაკუთრებით იმრთული მომენტის შემდეგ, რომელიც გამოიარა.
„იუვე“? ემოციური კუთხით ვიფიქრობ, რომ ეს ძალზე მძიმე დარტყმაა, რადგან ფინალის წაგება არავიზე მოქმედებს დადებითად. ეს მარცხი აშკარად უნდა გამოიყენონ და გარდასახონ პოზიტიურ ენერგიაში, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგა და იტალიის ჩემპიონატია, ეს სტიმული უნდა იყოს“, – თქვა დელ პიერომ.