მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი კორენტინ ტოლისო შესაძლოა დამდეგ ზაფხულს „იუვენტუსში“ აღმოჩნდეს. ფრანგი ფეხბურთელი „რეკორდმაისტერის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და გერმანელებიც ტრანსფერზე დაყენებას უპირებენ.
Calciomercato-ს ცნობით, არაა გამორიცხული „იუვენტუსი“ ისევ გააქტიურდეს ტოლისოს თაობაზე. 25 წლის ფეხბურთელი „ბებერ სინიორას“ ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში აინტერესებდა, თუმცა მაშინ „ბაიერნმა“ „ლიონს“ უფრო სარფიანი წინადადება გაუკეთა.
ტოლისომ 2018 წლის შემოდგომაზე მძიმე ტრავმა მიიღო,რის გამოც გასული სეზონი გამოტოვა, ხოლო მიმდინარე სეზონში მხოლოდ 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.