ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ სამშაბათ საღამოს მეუღლესთან, დიანა ბოტეროსთან ერთად ხავიერ ძანეტის კუთვნის რესტორანში ივახშმა.
როგორც Corriere Dello Sport-ი წერს, კოლუმბიელმა და არგენტინელმა კარგა ხნის განმავლობაში ისაუბრეს კიდეც, თუმცა დიალოგის დეტალები უცნობია.
იტალიური მედია იტყობინება, რომ შესაძლოა ეს უბრალო დამთხვევა იყო ან საქმე უფრო სერიოზულადაა და კუადრადო ზაფხულში „ინტერში“ გადაბარგებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ხუანი „იუვეში“ 2015 წლიდან თამაშობს და კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.