ტურინის „იუვენტუსს“ ბოლო ხანს ლიონელ მესის და პეპ გვარდიოლას უკავშირებენ. ცხადია, ეს ჯერჯერობით მხოლოდ მითქმა-მოთქმაა და ხელჩასაჭიდი ცნობა ამ დრომდე არ გავრცელებულა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება.
ბრიტანული გამოცემა The Sun-ი უფრო შორსაც წავიდა და გამაოქვეყნა „იუვენტუსის“ მომავალი სეზონის შემადგენლობა, რომელსაც გვარდიოლა ხელმძღვანელობს.
ძირითად შემადგენლობაში სამი ახალწვეულია: ლეროი სანე, ტომას მუნიე და ლიონელ მესი.
შეტევის ხაზი კი, მეტისმეტად შთამბეჭდავად გამოიყურება, სადაც რა თქმა უნდა, რონალდუსა და მესის დუეტი გამოსარჩევია. ვნახოთ, შესაძლოა წინ ძალიან საინტერესო ზაფხული გველოდება.
Pep Guardiola’s Juventus XI is arguably the greatest team of all time https://t.co/Mu6Jaw2adH pic.twitter.com/SJUkiUHrMx
— The Sun Football ⚽ (@TheSunFootball) February 11, 2020