ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის საკითხი ბოლო ხანს აქტუალურია და იტალიელმა ჟურნალისტმა მაურიციო პისტოკიმ ტვიტერში საინტერესო ცნობა გაავრცელა.
პისტოკი წერს, რომ ტურინელებმა სიმონე ინძაგი მომავალი სეზონისთვის შეიგულეს.
„ავტორიტეტული წყაროების თანახმად, რომელიც „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობასთან ახლოსაა, „იუვემ“ მომავალი სეზონისთვის სიმონე ინძაგის შეუთანხმდა“, – წერს პისტოკი.
შეგახსენებთ, რომ სიმონე ინძაგი ამჟამად რომის „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელია, რომელიც სკუდეტოსთვის იბრძვის.