ტურინის „იუვენტუსმა“ კომპანია Allianz-თან ახალი მეგარ ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.
მხარეებმა კონტრაქტი, რომელიც 2023 წელს იწურებოდა, 7 წლით გაახანგრძლივეს და „იუვეს“ საშინაო არენას, „ალიანც სთედიუმი“ 2030 წლის ივნისამდე ერქმევა.
განახლებული კონტრაქტის თანახმად, ტურინული გრანდი Allianz-ისგან სეზონში 10 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს მიიღებს, 2030 წლამდე საერთო ჯამში 103.1 მილიონ ევროს.
გარდა ამისა, „იუვენტუსის“ სავარჯიშო მაისურებზე გამოჩნდება წარწერა Allianz. ასე რომ, დღეს, იტალიის თასის ნახევარფინალში „მილანთან“ მატჩისწინა გასახურებელ „იუვე“ მოედანზე იმ ფორმით გავა, რომელსაც ამ კომპანიის სახელწოდება დაამშვენებს. Allianz-ი ასევე გახდა ქალთა გუნდის სპონსორიც.
შეგახსენებთ, რომ Allianz-ამდე „იუვენტუსთან“ სასპონსორო ხელშეკრულებები Adidas-მა და Jeep-მაც განაახლეს.