მთავარი / სიახლეები / ტკივილი, რომელიც არასდროს გაივლის [VIDEO]
ტკივილი, რომელიც არასდროს გაივლის

ტკივილი, რომელიც არასდროს გაივლის [VIDEO]

პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებისთვსი გუნდებს 3 ქულა ენიჭებოდათ. პირველი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი, რომელშიც გოლი არ გასულა და რომლის გამარჯვებული პენალტების სერიაში უნდა გამოვლენილიყო.

ზუსტად 25 წლის წინ, 1994 წლის 17 ივლისს 94 ათასი მაყურებლის წინაშე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, რომელსაც აშშ მასპინძლობდა. იტალია და ბრაზილია ერთმანეთის წინააღმდეგ და ორივე გუნდს მეოთხედ შეეძლო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

ბრაზილიამ ჯგუფიდან 7 ქულით და პირველი ადგილით გასვლა მოახერხა, რასაც პლეი-ოფში აშშ-ს ჰოლანდიისა და შვედეთის ძლევა მოჰყვა. იტალიას განსხვავებული გზა ჰქონდა. ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში მხოლოდ იმის წყალობით მოხვდა, რომ იმ დროს 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც გადიოდა ჯგუფიდან.

ჯგუფში ნორვეგიასთან ჯანლუკა პალიუკას გაძევების გამო არიგო საკიმ ლიდერი რობერტო ბაჯო შეცვალა (მეორე მეკარე ლუკა მარკეჯანი ჩართო თამაშში) და მოულდნელი ცვლილების გამო რობერტომ მწვრთნელის მისამართით თქვა: „ეს გაგიჟდა!“ ამას მოჰყვა მერვედფინალში ნიგერიასთ მართლაც გადამწყვეტი დუბლი, 87-ე წუთზე გამათანაბრებელი და დამატებით დროში გამარჯვების გოლი.

მეოთხედფინალში ესპანეთთან ბაჯომ 88-ე წუთზე იტალიას ისევ მოაგებინა (2:1), რასაც ნახევარფინალში ბულგარეთთან პირველივე ტაიმში შესრულებული დუბლი მოჰყვა (2:1).

ეს რობერტო ბაჯოს ჩემპიონატი იყო. ფინალს ბაჯო კუნთის ტკვილით შეხვდა, რომელიც ვარჯიშზე დაიშავა ფინალისთვის მზადების პროცესში. გუნდს ფრანკო ბარეზიც დაუბრუნდა, რომელმაც მუხლზე ოპერაციიდან 25 დღეში მოედანზე დაბრუნება სასწაულებრივ შეძლო და ფინალი ითამაშა. არცერთს გამოუტოვებია მთავარი მატჩი, რომელიც იტალიისთვის იმედგაცრუება და მტკივნეული გამოდგა.

1970 წლის მუნდიალის ფინალის რიმეიქი. ამჯერად შეხვედრა ადგილობრივი დროით 12:30 საათზე დაიწყო (სატელევიზიო ბადისა და ევროპულ დროსთან განსხვავების გამო). 36 გრადუსი სიცხე და არასაფეხბურთო კლიმატი. შეხვედრა ტაქტიკური ბრძოლა გამოდგა და სახიფათო მომენტები ნაკლებად შეიქმნა. მასაროს და ბრანკოს პირველ ტაიმში ჰქონდათ საგოლე შანსები, მერე კი იყო ცნობილი ეპიზოდი – პალიუკას კოცნა ძელს, რადგან ის დაეხმარა და შეცდომის შემდეგ გაშვებულ გოლს გადაარჩინა მაურო სილვას დარტყმის შედეგად.

პენალტების სერია ფრანკო ბარეზის ცრემლებით დაიწყო, რომელმაც ვერ გაიტანა და იქამე გაგრძელდა, სანამ საპასუხო დარტყმა ჯანლუკა პალიუკამ მარსიო სანტოსს არ აუღო. ამას მოჰყვა ორივე გუნდის მხრიდან ორ-ორი ზუსტი პენალტი: ალბერტინი-ევანი, რომარიო-ბრანკო. მასარომ ტაფარელს ვერ გაუტანა და დუნგამ უმალვე ბრაზილია დააწინაურა. იტალიელთაგან მეხუთე გადამწყვეტი პენალტი ბაჯომ შეასრულა. ამ პენალტს „ოქროს ბურთით“ და იმავე მუნდიალზე 5 გოლით შეხვდა. საერთოდ, თერთმეტმეტრიანების დარტყმის სპეციალისტად ითვლება და იტალიაში ამ კუთხით ბადალი არ ჰყავს.

მის მიერ დარტყმული ბურთი ბადის ნაცვლად ცაში წავიდა და ბრაზილიელთა ზეიმი დაიწყო, რომელიც აირტონ სენას ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც იმავე წლის 1 მაისს დაიღუპა.

იტალიას კი მხოლოდ იმედგაცრუება შერჩა და მეოთხე საჩემპიონო ტიტული მხოლოდ 12 წლის შემდეგ მოიპოვა. 1994 წლის 17 ივლისი იტალიისთვის ეპიკური და მტკივნეული თარითია, განსაკუთრებით კი რობერტო ბაჯოსთვის:

„ტკივილი არასდროს გაივლის“, – თქვა თავად ბაჯომ წლების შემდეგ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *