დღეს ესპანურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც ნეიმარი მზადაა „იუვენტუსში“ გადავიდეს.
ამასთან დაკავშირებით Rai-ს ჟურნალისტი პაოლო პაგანინი ტვიტერში წერს:
„ნეიმარის მამა ევროპის მასშტაბით ეძებს თავის შვილისთვის გუნდს. „ბარსელონა“ სურთ, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება. ამიტომაც, განიხილება „რეალისა“ და „ბაიერნის“ ვარიანტებიც. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ნეიმარის მამა ტურინში ფაბიო პარატიჩს შეხვდება“, – დაწერა პაგანინმა.
შესაძლოა ტრანსფერის ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არაა.