მატის დე ლიხტი „იუვენტუსის“ ფეხბურთელია, რომელიც კონტრაქტს დღეს საღამოს მოაწერს ხელს, ხოლო ხვალ მედიის წინაშე წარადგენენ.
Tuttosport-ის ცნობით, „იუვემ“ „აიაქსს“ 70 მილიონი ევრო გადაუხადა, 5 მილიონი კი ბონუსის სახით დაემატა.
დე ლიხტი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ფიქსირებული ხელფასის სახით 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. თუმცა, ეს ციფრი 12 მილიონამდე იზრდება თუ ბონუსებსაც დავუმატებთ და გამოდის, რომ ჰოლანდიელის ხელფასი 12 მილიონი ევროა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: მატისის გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევრო იქნება, მაგრამ კონტრაქტში ჩადებული პუნქტის თანახმად ძალაში საწყისი ორი წელი არ შევა. ანუ, „იუვე“ დე ლიხტს 150-მილიონიანი წინადადების შემთხვევაში 2020 და 2021 წლების ზაფხულში არ შეელევა და ამ თანხად მისი დათმობა მხოლოდ 2022 წლიდან მოუწევს.