მთავარი / სიახლეები / რაიოლა: “დე ლიხტი მენტალიტეტით ნედვედს ჰგავს, ამბიციურობით – ზლატანს”
რაიოლა: "დე ლიხტი მენტალიტეტით ნედვედს ჰგავს, ამბიციურობით - ზლატანს"

რაიოლა: “დე ლიხტი მენტალიტეტით ნედვედს ჰგავს, ამბიციურობით – ზლატანს”

მატის დე ლიხტის აგენტი მინო რაიოლა დღეს ტურინშია და ადგილობრივ მედიასთან კომენტარის გაკეთება მოუწია.

რაიოლამ არამარტო დე ლიხტის, არამედ მოიზე კინისა და პოლ პოგბას შესახებაც ისაუბრა:

„იუვენტუსი“ საუკეთესო გუნდია მისთვის, მცველისთვის იტალიაში თამაში მნიშვნელოოვანია, შეუძლია სწავლა და მსოფლიოში საუკეთესო გახდომა. ეს ნაბიჯი კარიერისთვის აუცილებელი იყო. ახალგაზრდებში ის უდაოდ პირველია, ცოტა სჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ სხვა სიმაღლეზეც საუკეთესოა. სამუშაოს სულისკვეთებით, მენტალიტეტით ნედვედს ჰგავს, ამბიციურობით – ზლატანს. ბონუჩისთან კონკურენციის პრობლემა? დიდ ჩემპიონებთან ყოფნა ყოველთვის კარგია. რონალდუს გავლენა? ეს მას უნდა კითხოთ, მე არ ვიცი. „იუვენტუსის“ არჩევანისკენ ის მიისწრაფვოდა, ეს არ ყოფილა ერთდღიანი განხილვა. ეს იყო პროცესი და არა რჩევა.

პოგბა? მას აქვს მკაფიო სურვილი „მანჩესტერის“ დატოვების, მაგრამ ოპერაცია რჩება სირთულეებით ციფრებიდან გამომდინარე. კინი? ისეთივე ჩემპიონია, როგორც დე ლიხტი, ვნახოთ რა მოხდება“, – თქვა რაიოლამ.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *