კრიშტიანუ რონალდუმ საზაფხულო შესვენების შემდეგ იუვენტუსთან ერთად ივარჯიშა.
კლუბში დაბრუნდა და ასევე გუნდთან ერთად ივარჯიშა გონსალო იგუაინმა, რომელიც იჯარის წესით ჯერ მილანში ხოლო შემდეგ ჩელსიში იყო განათხოვრებული.
ფეხბურთელებმა ჩაატარეს სპრინტი, რომლის შედეგებმაც სოციალურ ქსელებში დიდი რეაქცია გამოიწვია. გულშემატკივრები ამბობენ, რომ პორტუგალიელი კარგ ფორმაშია რასაც ვერ ვიტყვით არგენტინელზე.