ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ გუნდში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაურიციო სარი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია.
ტაკინარდი ენდობა სარის და დარწმუნებულია, რომ მზადაა „იუვენტუსთან“ ერთად უმაღლესი შედეგების მისაღწევად.
„იუვეს“ ბევრი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც ბურთთან განშორება უჭირთ და ბურთი ფეხში დიდი ხნით აქვთ, ხოლო სარის თამაში ძალიან სწრაფია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ლიმიტირებული იქნება, რადგან კარგი მწვრთნელია და მუშაობისთვის დრო ჯერ კიდევ ბევრი აქვს.
„იუვენტუსის“ გარემო ძალიან დიდი ზეწოლას ახდენს. სარი ძალიან მომწონს, ის ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, მაგრამ ახლა მის წინაშე არის ვალდებულება, რომ შეინარჩუნოს გამარჯვება და თან ეს ლამაზი ფეხბურთის თამაშით გააკეთოს. კარგი იქნება თუ სარი ამას მშვიდი გზით მოახერხებს. მე მას ვენდობი, სუპერ მომზადებული მწვრთნელია“, – აღნიშნა ტაკინარდიმ.