დანიელე რუგანი „იუვენტუსის“ დატოვების მთავარ კანდიდატად რჩება. იტალიელი მცველი ამჯერად კატალონიის „ბარსელონას“ დაუკავშირეს. აღნიშნული ინფორმაცია Tuttosport-მა გაავრცელა.
საინტერესოა, რომ „ბარსას“ რუგანის შეძენა ერთი წლის წინაც სურდა, თუმცა მაშინ ინფორმაცია დაინტერესებას არ გასცდენია. ახლა კი შესაძლოა ესპანური გრანდი 25 წლის ფეხბურთელს მიუბრუნდეს.
გარდა ამისა, ცოცხალია „რომას“ ვარიანტიც, რომელსაც „ლივერპულიდან“ დეიან ლოვრენის ტრანსფერი ჩაეშალა.
შეგახსენებთ, რომ მატიას დე ლიხტისა და მერიჰ დემირალის მოსვლის შემდეგ რუგანის „იუვენტუსში“ შეზღუდული დრო კიდევ უფრო შეეზღუდა.