ტურინის „იუვენტუსისთვის“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო ორი კვირა აქტიური იქნება. როგორც იტალიური მედია წერს, გონსალო იგუაინის ტურინში დარჩენის შანსი გაიზარდა.
ახლა არგენტინელი უფრო დიდი ალბათობით, დარჩება, ვიდრე გუნდს დატოვებს. მეტიც, „პიპიტა“, რომ „იუვეში“ ახალ სეზონს გაატარებს უფრო მეტი შანსია, ვიდრე პაულო დიბალა და მარიო მანჯუკიჩი.
შეგახსენებთ, რომ იგუაინი „იუვენტუსს“ გასულ სეზონში „მილანსა“ და „ჩელსიში“ ჰყავდა განათხოვრებული, მაგრამ ზაფხულში „ბებერ სინიორას“ დაუბრუნდა.