იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუვენტუსის ხატი კლაუდიო მარკიზიო შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს.
ბიანკონერის გულშემატკივართა ფავორიტმა პრაქტიკულად მთელი მისი კარიერა გაატარა მშობლიურ ტურინში, 2018 წლის სექტემბერში კი თავისუფალი აგენტის სტატუსით ის ზენიტს შეუერთდა.
პრინცმა რუსული კლუბისთვის მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, ახლა კი თავისუფალი აგენტია.
Sky Sport Italia-ს და Sportitalia-ს ცნობით ბრეშიამ კლაუდიო მარკიზიოს ორ წლიანი კონტრაქტი შესთავაზა წელიწადში 1 მილიონი ევროს ანაზღაურებით პლუს ბონუსები. თავად ფეხბურთელი კი წლიურად 2,5-3 მილიონ ევროს ითხოვს.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და სავარაუდოდ ყველაფერი მალე გახდება ცნობილი. ბრეშია გასულ სეზონში სერია ბ-ს ჩემპიონი გახდა და სერია ა-ს საგზური მოიპოვა.