ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს დაწყებამდე ბოლო ამხანაგურ მატჩი ჩაატარა. მაურიციო სარის გუნდი ტრიესტეში, „ტრიესტინას“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო არ უთამაშია კრიშტიანუ რონალდუს, ხოლო მაურიციო სარი გაციების გამო არ დასწრებია შეხვედრას. მათ გარეშე კი „იუვემ“ ტრიესტეში 1:0 იმარჯვა.
საუკეთესო პაულო დიბალა იყო, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. არგენტინელიც გოლი მართლაც ეფექტური გამოდგა. საუკეთესო კი „ტრიესტინას“ მეკარე იყო, რომელმაც არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი.
მათ შორის, დიბალას პენალტისგან, რომელიც ფედერიკო ბერნარდესკის წაქცევის გამო დაინიშნა.
ამრიგად, „იუვემ“ 2019-2020 წლების სეზონისთვის სამზადისი დაასრულა და ახლა პირველ ოფიციალურ მატჩს დაელოდება, რომელსაც 25 აგვისტოს სტუმრად „პარმას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
„ტრიესტინა“ – „იუვენტუსი“ 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 დიბალა (38)
„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დანილო (კუადრადო 61), ბონუჩი (დემირალი 61), კიელინი (დე ლიხტი 61), ალექს სანდრო (დე შილიო 61); ხედირა (ემრე ჯანი 67), პიანიჩი (ბენტანკური 67), რაბიო (მატუიდი 67); ბერნარდესკი (რემზი 70), დიბალა (მანჯუკიჩი 61), დუგლას კოშტა (იგუაინი 67)