ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ კრიშტიანუ რონალდუმ გააკრიტიკა. ალესიოს არ მოსწონს რონალდუს სათამაშო ფორმა და თქვა, რომ ასე თუ ითამაშებს, „იუვე“ „პორტუსთან“ ერთბურთიან ჩამორჩენას ვერ აღმოფხვრის.
„ასეთი რონალდუთი „იუვენტუსი“ „პორტუს“ დამარცხებას ვერ მოახერხებს, არადა ეს აუცილებლად უნდა გააკეთონ. როგორც გუნდი „იუვე“ უფრო ძლიერია, მაგრამ პირველი თამაში ძალიან ცუდად ჩაატარეს. თუმცა, კიეზას გოლი შესაძლოა ძალიან ბევრს ნიშნავდეს, რადგან „იუვესთვის“ მერვედფინალიდან გავარდნა სპორტულ დონეზე ძალიან ცუდი შედეგი იქნება“, – თქვა ტაკინარდიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „პორტუს“ საპასუხო მატჩი 9 მარტს გაიმართება.