ტურინის „იუვენტუსს“ არტური გაურკვეველი დროით აკლია. ბრაზილიელ ფეხბურთელს ძვალთა შორის გარსის დონეზე პოსტტრავმული კალიფიკაცია აქვს. ტურინელთა სამედიცინო შტაბის მიზანია ოპერაციის თავიდან აიცოლება.
ფეხბურთელს ოპერაცია რომ გაუკეთდეს, ეს თავისთავად გამოიწვევს არტურისთვის მიმდინარე სეზონის დასრულებას, რაც ტურინელთათვის უდიდესი დანაკლისი იქნება.
ამიტომაც, ექიმებმა მკურნალობის ისეთი გზა აირჩეს, რომ ქირურგიული ჩარევა თავიდან აიცილონ, თუნდაც დროებით და სეზონის ბოლომდე.
ანდრეა პირლო იმედოვნებს, რომ არტური გამოჯანმრთელებას „პორტუსთან“ საპასუხო მატჩამდე მოახერხებს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს საკმაოდ რთული წარმოსადგენია და პროგნოზი პესიმისტურია.
შეგახსენებთ, რომ არტური „იუვენტუსისთვის“ მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა და ბოლო ოთხი მატჩი, რომელიც „იუვემ“ წააგო, არტური მოედანზე არ იყო, ხოლო მასთან ერთად სეზონში არ დამარცხებულა. ეს ნათლად მიანიშნებს ბრაზილიელი ნახევარმცველის მნიშვნელობაზე.