ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი პირველი ამერიკელი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში 4 გოლის გატანა მოახერხა.
22 წლის ვესტონმა ეს რეკორდი პირველივე სეზონში დაამყარა. მაკკენიმ 19 მატჩში 4 გოლი „ტორინოსთან“, „მილანთან“, „ბოლონიასთან“ და „კროტონესთან“ გაიტანა. მან მაიკლ ბრედლის შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც 3 გოლი ჰქონდა გატანილი.
ყველა ტურნირის გათვალისწინებით, მაკკენიმ მიმდინარე სეზონში „იუვეს“ ღირსება 29 მატჩში დაიცვა და 5 გოლი გაიტანა (სერია A-ს გარდა, ერთხელ თავი ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ გამოიჩინა).