მთავარი / სიახლეები / როდის დაბრუნდებიან კუადრადო, კიელინი და ბონუჩი?

როდის დაბრუნდებიან კუადრადო, კიელინი და ბონუჩი?

ტურინის „იუვენტუსის“ ლაზარეთი სავსეა და ანდრეა პირლოს გუნდს რამდენიმე ლიდერი ტრავმირებული ჰყავს. მათ შორის, ხუან კუადრადო, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი.

Tuttosport-ის ცნობით, სამივე ფეხბურთელი სავარაუდოდ პირლოს განკარგულებაში 6 მარტს, რომის „ლაციოსთან“ მატჩისთვის იქნებიან. შესაძლოა, ძირითადში ვერ ითამაშონ, მაგრამ შეცვლაზე თამაში შეძლონ.

მთავარი მიზანი კი სამივე ფეხბურთელის „პორტუსთან“ მატჩისვის ფორმაში ყოფნაა. ეს თამაში 9 მარტს გაიმართება. თუმცა, ამ ეტაპზე ჯერ დაზუსტებით პროგნოზის გაკეთება მაინც ძნელია.

„იუვენტუსს“ კიელინის და ბონუჩის არყოფნაში დაცვის ცენტრში მატიას დე ლიხტისა და მერიჰ დემირალის ყოფნის ფუფუნება აქვს, მაგრამ მეორე კუადრადო პირლოს გუნდში არ არსებობს და კოლუმბიელის დანაკლისი ძალიან იგრძნობა.

მითუმეტეს, რომ „პორტუსთან“ საპასუხო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო დანილო გამოტოვებს და თუ კუადრადოც ვერ გამოჯანმრთელდა, დაცვის მარჯვენა ფლანგზე პირლოს უბრალოდ არჩევანი არ ექნება და ან ახალგაზრდული გუნდიდან მოუწევს შევსება, ან სხვა პოზიციის ფეხბურთელს უნდა შეუცვალოს ფუნქცია. სხვათა შორის, იმავე პრობლემის წინაშე „იუვე“ და პირლო შაბათს, „ვერონასთან“ დაგეგმილ მატჩშიც დგანან, რადგან დანილო ამ შემთხვევაშიც დისკვალიფიცირებულია და ჯერ უცნობია ვინ იქნება მარჯვენა მცველი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …