ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა Sky Sport-თან კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ სერია A-ში ტაქტიკური თვალსაზრისით ძალიან გაიზარდა.
„სერია A-მ ტაქტიკურად გამაუმჯობესა. ახლა ყველა მოთამაშეს ვიცნობ და უფრო ადვილია. უფრო და უფრო მინდა მოვუმატო. ბონუჩი ძალიან კარგია თამაშის ხედვაში, კიელინი კი ჩახურვაში. მისი მსგავსი არასდროს მინახავს, ხშირად ვეუბნები, რომ თავზე მაგნიტი აქვს.
როდესაც „აიაქსში“ ვთამაშობდი, 14 წლამდე ყოველთვის ნახევარდაცვაში ვთამაშობდი, მაგალითად, ბუსკეტსისა და პირლოს პოზიციაზე. პირლოს ბევრი ვიდეო ვნახე როგორც ფეხბურთელის, ის ჩემთვის შესანიშნავი მაგალითი იყო.
სკუდეტოსთვის ბრძოლა? დიდი კონკურენციაა: ჩვენ, „ინტერი“, „მილანი“, „რომა“ და „ატალანტა“ ყველა ბრძოლაში ვართ“, – თქვა დე ლიხტმა.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში დე ლიხტმა “იუვენტუსის” რიგებში 20 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.