მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 542)

თეგის არქივი: იუვენტუსი

ემრე ჯანი “იუვენტუსის” დატოვებაზე ფიქრობს

ემრე ჯანმა შესაძლოა ტურინის „იუვენტუსი“ ერთი წლის შემდეგ დატოვოს. Tuttosport-ის ცნობით, ცხადია, რომ „იუვეს“ 2 სექტემბრამდე რომელიმე ნახევარმცველი დატოვებს. თავდაპირველად წასვლის კანდიდატები ბლეზ მატუიდი და სამი ხედირა იყვნენ. თუმცა, გერმანელს „არსენალთან“ გარიგება ჩაეშალა და ამის შემდეგ სამიმ მაურიციო სარის ნდობა მოიპოვა, რის შედეგადაც, ახლა ხედირას დარჩენა პრაქტიკლად გადაწყვეტილია. ამის ფონზე …

სრულად წაკითხვა »

რემზი: “ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით”

ტურინის „იუვენტუსში“ აარონ რემზის დებიუტი „ტრიესტინასთან“ (1:0) ამხანაგურ მატჩში შედგა. უელსელმა ფეხბურთელმა ტრავმა მოიშუშა და ახლა თამაშისთვის მზადაა. როგორც ნამატჩევს რემზიმ აღნიშნა, ბედნიერია და მზადაა გუნდს დაეხმაროს. „ჩემი დებიუტით ვამაყობ. ბედნიერი ვარ იმ წუთებით, რომელიც ვითამაშე, ახლა შემიძლია გუნდს დავეხმარო. კარგად ვარ, კარგი აღდგენითი პროცესი გავაირე და მომატება შემიძლია. ჩემთვის …

სრულად წაკითხვა »

ალექს სანდრო: “სარი ალეგრისგან ძალიან განსხვავებულია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ „ტრიესტინასთან“ (1:0) ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, მაურიციო სარის სტილი განსხვავებულია მასიმილიანო ალეგრისგან, მაგრამ ფეხბურთელებმა უკვე მოახერხეს ახალ სტილზე გადაწყობა. „მოუთმენლად ველოდებით სეზონის დაწყებას. სარი ალეგრისგან განსხვავებულია, მაგრამ უკვე გვაქვს მისი მენტალიტეტი, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ. უნდა გავაუმჯობესოთ თამაში, მაგრამ სწორ გზაზე …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” ტრიესტეში დიბალას გოლით მოიგო

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს დაწყებამდე ბოლო ამხანაგურ მატჩი ჩაატარა. მაურიციო სარის გუნდი ტრიესტეში, „ტრიესტინას“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო არ უთამაშია კრიშტიანუ რონალდუს, ხოლო მაურიციო სარი გაციების გამო არ დასწრებია შეხვედრას. მათ გარეშე კი „იუვემ“ ტრიესტეში 1:0 იმარჯვა. საუკეთესო პაულო დიბალა იყო, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. არგენტინელიც …

სრულად წაკითხვა »

კლაუდიო მარკიზიო სერია ა-ში ბრუნდება?

კლაუდიო მარკიზიო სერია ა-ში ბრუნდება?

იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუვენტუსის ხატი კლაუდიო მარკიზიო შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს. ბიანკონერის გულშემატკივართა ფავორიტმა პრაქტიკულად მთელი მისი კარიერა გაატარა მშობლიურ ტურინში, 2018 წლის სექტემბერში კი თავისუფალი აგენტის სტატუსით ის ზენიტს შეუერთდა. პრინცმა რუსული კლუბისთვის მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, ახლა კი თავისუფალი აგენტია. Sky …

სრულად წაკითხვა »

იგუაინის დარჩენის შანსი გაიზარდა

ტურინის „იუვენტუსისთვის“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო ორი კვირა აქტიური იქნება. როგორც იტალიური მედია წერს, გონსალო იგუაინის ტურინში დარჩენის შანსი გაიზარდა. ახლა არგენტინელი უფრო დიდი ალბათობით, დარჩება, ვიდრე გუნდს დატოვებს. მეტიც, „პიპიტა“, რომ „იუვეში“ ახალ სეზონს გაატარებს უფრო მეტი შანსია, ვიდრე პაულო დიბალა და მარიო მანჯუკიჩი. შეგახსენებთ, რომ იგუაინი „იუვენტუსს“ გასულ სეზონში …

სრულად წაკითხვა »

რუგანი შესაძლოა “ბარსელონაში” გადავიდეს

დანიელე რუგანი „იუვენტუსის“ დატოვების მთავარ კანდიდატად რჩება. იტალიელი მცველი ამჯერად კატალონიის „ბარსელონას“ დაუკავშირეს. აღნიშნული ინფორმაცია Tuttosport-მა გაავრცელა. საინტერესოა, რომ „ბარსას“ რუგანის შეძენა ერთი წლის წინაც სურდა, თუმცა მაშინ ინფორმაცია დაინტერესებას არ გასცდენია. ახლა კი შესაძლოა ესპანური გრანდი 25 წლის ფეხბურთელს მიუბრუნდეს. გარდა ამისა, ცოცხალია „რომას“ ვარიანტიც, რომელსაც „ლივერპულიდან“ დეიან ლოვრენის …

სრულად წაკითხვა »

ტაკინარდი: “სარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ გუნდში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაურიციო სარი ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია. ტაკინარდი ენდობა სარის და დარწმუნებულია, რომ მზადაა „იუვენტუსთან“ ერთად უმაღლესი შედეგების მისაღწევად. „იუვეს“ ბევრი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც ბურთთან განშორება უჭირთ და ბურთი ფეხში დიდი ხნით აქვთ, ხოლო სარის თამაში ძალიან სწრაფია. …

სრულად წაკითხვა »

სიტუაცია რუგანისა და მატუიდის ტრანსფერების შესახებ

ტურინის „იუვენტუსს“ პირველი დანიელე რუგანი დატოვებს. Tuttosport-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 25 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2023 წლამდე 30 მარტს გაახანგრძლივა, კონკურენციის გამო გუნდის დატოვება უწევს. რუგანი ვილარ პეროზაში გამართული საოჯახო მატჩის დროს ბედნიერი არ ყოფილა. ავტობუსიდან ჩამოსული მის სახეზე ღიმილი არავის შეუნიშნავს და არც შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა. იგივე მოხდა მანამდე …

სრულად წაკითხვა »

პირველი ტური ახლოვდება: სარის სამი თავსატეხი

ტურინის „იუვენტუსი“ 2019-2020 წლების სეზონის დაწყებამდე ბოლო ამხანაგურ მატჩს შაბათს, ტრიესტეში, „ტრიესტინასთან“ ჩაატარებს და შემდეგ უკვე „პარმასთან“ სეზონის პირველი შეხვედრისთვის ფიქრს დაიწყებს. „იუვე“ ტრიესტეში 2012 წლის 6 მაისის შემდეგ პირველად ბრუნდება, როდესაც „კალიარის“ სწორედ ამ ქალაქში 2:0 აჯობა და 2011-2012 წლების სეზონში სკუდეტო ოფიციალურად გაიფორმა. ვთქვათ, რომ ამ შეხვედრაში ვერ …

სრულად წაკითხვა »