მთავარი / სიახლეები / პირველი ტური ახლოვდება: სარის სამი თავსატეხი

პირველი ტური ახლოვდება: სარის სამი თავსატეხი

ტურინის „იუვენტუსი“ 2019-2020 წლების სეზონის დაწყებამდე ბოლო ამხანაგურ მატჩს შაბათს, ტრიესტეში, „ტრიესტინასთან“ ჩაატარებს და შემდეგ უკვე „პარმასთან“ სეზონის პირველი შეხვედრისთვის ფიქრს დაიწყებს.

„იუვე“ ტრიესტეში 2012 წლის 6 მაისის შემდეგ პირველად ბრუნდება, როდესაც „კალიარის“ სწორედ ამ ქალაქში 2:0 აჯობა და 2011-2012 წლების სეზონში სკუდეტო ოფიციალურად გაიფორმა. ვთქვათ, რომ ამ შეხვედრაში ვერ ითამაშებს კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს. თუმცა, პორტუგალიელი „პარმასთან“ მატჩისთვის მზად იქნება.

მაურიციო სარის კი, სერია A-ს პირველი ტურისთვის შემადგენლობაში სამი საფიქრალი აქვს. ბონუჩი-დე ლიხტი, ემრე ჯანი-ხედირა და იგუაინი-დიბალა. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, მაურიციო ამ სამ პოზიციაზე ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არაა.

სამაგიეროდ, უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ პარმეზანელების წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნებიან შჩესნი, დანილო, კიელინი, ალექს სანდრო, პიანიჩი, რაბიო, დუგლას კოშტა და რონალდუ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *