მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 530)

თეგის არქივი: იუვენტუსი

ოფიციალურად: “იუვემ” ჩრდილოეთ კორეელი ფეხბურთელი გაიფორმა

რამდენიმე დღის წინ ვწერდით ჩრდილოეთ კორეელი ფეხბურთელის კვან-სონ ჰანის შესახებ, რომელიც დღეს „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. 20 წლის თავდამსხმელმა კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა. ჰანი „იუვეს“ 23-წლამდე გუნდთან ერთად ითამაშებს, თუმცა, ვარჯიშებს მთავარ გუნდთან ერთად გამართავს. აზიელი ტურინში იჯარით დარჩება და მომდევნო ზაფხულს მისი გამოსყიდვა იქნება შესაძლებელი. „კალიარიმ“ კი ფეხბურთელის სანაცვლოდ …

სრულად წაკითხვა »

დე შილიოს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა

ტურინის „იუვენტუსს“ მცველ მატია დე შილიოს, რომელმაც „ნაპოლისთან“ ტრავმა მიიღო, სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. როგორც შემოწმებამ აჩვენა, მატიას კუნთების დაბალი ხარისხის დაზიანება აღენიშნება და 10 დღე დაისვენებს. მერე კი ახალი ტესტი ჩაუტარდება და ამის შემდეგ ზუსტად განისაზღვრება მოედანზე მისი დაბრუნების ზუსტი თარიღიც. შეგახსენებთ, რომ დე შილიო მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ორივე მატჩში …

სრულად წაკითხვა »

პლატინი: “რთულია ჩემპიონთა ლიგის ფავორიტის დასახელება”

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა მიშელ პლატინიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. უეფას ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, „იუვენტუსი“ ძლიერი გუნდია, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტის დასახელებისგან თავი შეიკავა. „ნაპოლისთან“ მატჩი ვუყურე „იუვენტუსს“ „ნაპოლისთან“ და ძალიან ძლიერია. 4:3-იც ლამაზი ანგარიშია მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში 0:0 ურჩევნიათ. ჩემთვის 7 გოლი ერთ თამაშში ნიშნავს …

სრულად წაკითხვა »

პირლო “იუვენტუსში” მიმდინარე პროცესებზე

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. პირლოს განცხადებით, გონსალო იგუაინი კრიშტიანუ რონალდუსთვის შეტევაში იდეალური პარტნიორია. -„ინტერი“ „იუვეს“ პირველი კონკურენტია? – ამ მომენტისთვის დიახ. სატრანსფერო ფანჯარა დღეს დაიხურება, გუნდები სრულად დაკომპლექტდებიან და მწვრთნელებს მიეცემათ სათანადო დრო სამუშაოდ. „ინტერმა“ ყველაზე კარგადაა აღჭურვილი, რომ „იუვესთან“ ერთად დროთა განმავლობაში იბრძოლოს. – კიელინის …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” და სატრანსფერო ამბები

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე დიდი ალბათობით, „იუვენტუსისთვის“ ცვლილებეის გარეშე ჩაივლის. შესაბამისად, „იუვენტუსს“ არავინ დატოვებს და არავის დაიმატებს. რომეო აგრესტის ცნობით, მატია დე შილიოს პსჟ-ში გადასვლა გამოირიცხა. შესაბამისად, იტალიელი მცველი ამ სეზონში მაურიციო სარის განკარგულებაში იქნება, რომელმაც საწყის ორ ტურში სასტარტოში ათამაშა. ჩაიშალა აგრეთვე ივან რაკიტიჩისა და ფედერიკო ბერნარდესკის ბარტერიც. ამის …

სრულად წაკითხვა »

მარტუშიელო: “კიელინი მძულდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჯოვანი მარტუშიელომ Tuttosport-თან საუბარში განაცხადა, რომ ჯორჯო კიელინი სძულდა. მის თქმით, „იუვეს“ კაპიტნის წინააღმდეგ თამაში ურთულესი იყო. „ჯორჯოს“ 20 დღეზე მეტია ვიცნობ და ყოველთვის მძულდა, მის წინააღმდეგ თამაში მტკიცე უსიამოვნება იყო. ახლა კი, აღმოვაჩინე არაჩვეულებრივი ბიჭი, რომელიც ენთუზიაზმით ცხოვრობს. სწორედ მან მოგვცა გამბედაობა ტრავმის შემდეგ“, …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა ბარძალი “იუვენტუსში” ბრუნდება

ანდრეა ბარძალი “იუვენტუსში” ბრუნდება

ანდრეა ბარძალი ტურინის „იუვენტუსში“ ბრუნდება. Tuttosport-ის ინფორმაციით, ანდრეა კოვერჩანოს სამწვრთნელო კურსების გავლის შემდეგ მაურიციო სარის სამწვრთნელო შტაბში დაიკავებს ადგილს. მხარეები უკვე შეთანხმდნენ და 38 წლის აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი სამთვიანი განშორების შემდეგ „იუვეში“ დაბრუნდება. სავარაუდოდ, ინფორმაცია ოფიციალურად სანაკრებო პაუზის დროს დადასტურდება. შეგახსენებთ, რომ ბარძალი „იუვენტუსში“ 2011-2019 წლებში თამაშობდა და შავ-თეთრი …

სრულად წაკითხვა »

კიელინის ოპერაციის თარიღი ცნობილია

კიელინის ოპერაციის თარიღი ცნობილია

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი მუხლზე ოპერაციას ხვალ გაიკეთებს. Football Italia-ს ცნობით, 35 წლის ფეხბურთელის ოპერაციას ინსბრუკში პროფესორი კრისტიან ფინკი ჩაატარებს. მხოლოდ ქირურგიული ჩარევის შემდეგ გაირკვევა, რა პერიოდი დასჭირდება ტრავმის სრულად აღდგენას. თუმცა, წინასწარი ვარაუდით, იტალიელი მოედანს თებერვალ-მარტში უნდა დაუბრუნდეს. აღსანიშნავია, რომ ჯორჯო აქამდე პრობლემებს კუნთებზე განიცდიდა, მუხლზე კი კარიერაში …

სრულად წაკითხვა »

დე შილიო პარიზისკენ, მუნიე – ტურინისკენ

იტალიურ მედიაში მოულოდნელი ინფორმაცია გაჩანდა და აქამდე ხელშეუხებელმა მატია დე შილიომ შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს „იუვენტუსი“ დატოვოს. იტალიური კლუბი „პარი სენ ჟერმენთან“ საუბრობს და ფეხბურთელის ტომას მუნიეში გაცვლას ლამობს. აღსანიშნავია, რომ ორივე მხარეს მოსწონს ეს იდეა, მაგრამ ახლა მათი მთავარი პრობლემა დროის ნაკლებობაა, რადგან სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება. ტომას …

სრულად წაკითხვა »

ბენატია დაბრუნდება?

„იუვენტუსი“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ჯორჯო კიელინის შემცვლელის გაფორმებას აპირებს. კაპიტნის ტრავმამ დაცვის ცენტრში ტურინელთა გეგმები სრულიად შეცვალა. Corriere Dello Sport-ის ცნობით, ამ მომენტისთვის მთავარი ფავორიტი მეჰდი ბენატიაა, რომელიც ყატარის „ალ-დუჰაილში“ თამაშობს. მაროკოელი დაბრუნებასთან ზაფხულის დასაწყისშიც იყო, თუმცა, შესაძლოა ახლა ეს მაინც მოხდეს. რაც შეეხება ჟერომ ბოატენგს, იყო საუბარი მასზეც, …

სრულად წაკითხვა »