მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 520)

თეგის არქივი: იუვენტუსი

“იუვენტუსის” ფეხბურთელთა შეფასებები “ვერონასთან”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოთხე ტურში „ვერონა“ აარონ რემზისა და კრიშტიანუ რონალდუს გოლებით 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. ბუფონი 7 – დაბრუნდა 490 დღის შემდეგ, თავის კარში, გაშვებულ გოლში არაფერი შეეძლო, 90-ე წუთზე კი, ლაზოვიჩს გადამწყვეტი ბურთი აუღო. ჯიჯის საიმედო დაბრუნება ჰქონდა. დანილო 5.5 – ყველაზე დაღლილი იყო, …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “ჩვენს სტადიონზე თამაშს განსაკუთრებული არომატი აქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „ალიანც სთედიუმზე“ თამაშს ყოველთვის განსაკუთრებული არომატი აქვს. „ჩვენს სტადიონზე თამაშს ყოველთვის განსაკუთრებული არომატი აქვს. ჩვენს სტადიონზე გულშემატკივრებთან ერთად ყოფნა დაუსაბამო სიამოვნებაა. გამარჯვება ჩვენს სტადიონზე ისეთი სათნოებაა, რომ ვერ წავაგებდით და ეს გამარჯვება ყველა ჩვენგანს უნდა დაგვეცვა. მუდამ!“, – …

სრულად წაკითხვა »

მაურიციო სარი: “გუნდი მენტალურად გადაღლილი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ვერონასთან“ (2:1) მატჩის შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი მენტალურად გადაღლილი იყო. „შეიძლება ითქვას, რომ გუნდი მენტალურად გადაღლილი იყო. გარდა ამისა, შემადგენლობაში ბევრი ცვლილებით, სამი ნახევარმცველიდან ორის შეცვლით, ბალანსი და მექანიზმი დავკარგეთ, რადგან ჯერ კიდევ შენების პროცესში ვართ. დაცვაში უფრო ძლიერად უნდა ვითამაშოთ, …

სრულად წაკითხვა »

რემზი: “ამ მომენტს დიდხანს ველოდი”

აარონ რემზიმ პირველად ითამაშა „იუვენტუსის“ ძირითად შემადგენლობასა და „ალიანც სთედიუმზე“. უელსელმა ფეხბურთელმა დებიუტი გოლით აღნიშნა და „ვერონასთან“ (2:1) თამაშის შემდეგ კომენტარიც გააკეთა. „ამ მომენტს დიდი ხანი ველოდი, ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ, როგორც გამარჯვების, ისე გოლის გამო. ეს მნიშვნელოვანი იყო მადრიდული თამაშის შემდეგ. ჩვენი მეტოქე ძალიან ორგანიზებული იყო, თუმცა ჩვენ ვიყოჩაღეთ, …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “ჩემპიონთა ლიგის შემდეგ დაღლილები ვიყავით”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც „ვერონასთან“ (2:1) გამარჯვების გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ დაღლილი იყო. „რთული თამაში იყო, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა კარგი რეაქცია აჩვენა. ვაგებდით და მოგება მოვახერხეთ. ჩემპიონთა ლიგის შემდეგ დაღლილები ვიყავით, ეს ნორმალურია ისეთი ინტენსიური თამაშის შემდეგ, როგორიც „ატლეტიკოსთან“ გვქონდა. …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” მძიმე გამარჯვება “ვერონასთან”

იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში „იუვენტუსმა“ „ვერონას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. მაურიციო სარიმ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოახდინა. პირველად გამოჩნდნენ ძირითად შემადგენლობაში ჯანლუიჯი ბუფონი, მერიჰ დემირალი, პაულო დიბალა და აარონ რემზი. შეხვედრის დასაწყისი კი წარმატებული არ ყოფილა. მე-20 წუთზე მერიჰ დემირალმა პენალტი აიკიდა, რომელიც სტუმრებმა ძელს მოარტყეს. გატანა დამატებაზე სცადეს, …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ძირითადი შემადგენლობა “ვერონასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეოთხე ტურში სულ მალე „ვერონას“ საკუთარ მოედანზე დაუხვდება. ცნობილია მაურიციო სარის მიერ შერჩეული ძირითადი შემადგენლობა, რომელიც ასეთია: ბუფონი; დანილო, ბონუჩი, დემირალი, ალექს სანდრო; რემზი, ბენტანკური, მატუიდი; კუადრადო, დიბალა, რონალდუ აქვე გეტყვით, რომ შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

სრულად წაკითხვა »

ბუფონის “დებიუტი” დღეს შედგება

დღეს ტურინის „იუვენტუსი“ „ვერონას“ უმასპინძლებს და დაბრუნების შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონის ხელახალი დებიუტი შედგება. იტალიური მედიის ცნობით, მაურიციო სარი 41 წლის მეკარეს თამაშის შესაძლებლობას მისცემს, რომელიც აქამდე მოედანზე არ გამოჩენილა. აღსანიშნავია, რომ ჯიჯიმ „იუვეს“ რიგებში ბოლოს სწორედ „ვერონას“ წინააღმდეგ ითამაშა 2018 წლის 19 მაისს და ახლაც ამ გუნდის წინააღმდეგ გაირჯება. მოგეხსენებათ, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” მატუიდის გოლის აღნიშვნას იუმორით უპასუხა [ფოტოგალერეა]

ტურინის “იუვენტუსი” ბლეზ მატუიდის გოლის აღნიშვნას გამოეხმაურა და ქომაგებს საუკეთესოს არჩევას სთხოვს. მოგეხსენებათ, ფრანგი გატანილ გოლებს ხელების გაშლით აღნიშნავს, მაგრამ მადრიდში ფეხი დაუცდა და იქვე გააკეთა საყვარელი ილეთი. “იუვეს” სოციალური ქსელის გვერდები კი ბლეზის ამ აღნიშვნას იუმორით გამოეხმაურა.

სრულად წაკითხვა »