ტურინის “იუვენტუსი” ბლეზ მატუიდის გოლის აღნიშვნას გამოეხმაურა და ქომაგებს საუკეთესოს არჩევას სთხოვს. მოგეხსენებათ, ფრანგი გატანილ გოლებს ხელების გაშლით აღნიშნავს, მაგრამ მადრიდში ფეხი დაუცდა და იქვე გააკეთა საყვარელი ილეთი.
“იუვეს” სოციალური ქსელის გვერდები კი ბლეზის ამ აღნიშვნას იუმორით გამოეხმაურა.