დღეს ტურინის „იუვენტუსი“ „ვერონას“ უმასპინძლებს და დაბრუნების შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონის ხელახალი დებიუტი შედგება.
იტალიური მედიის ცნობით, მაურიციო სარი 41 წლის მეკარეს თამაშის შესაძლებლობას მისცემს, რომელიც აქამდე მოედანზე არ გამოჩენილა.
აღსანიშნავია, რომ ჯიჯიმ „იუვეს“ რიგებში ბოლოს სწორედ „ვერონას“ წინააღმდეგ ითამაშა 2018 წლის 19 მაისს და ახლაც ამ გუნდის წინააღმდეგ გაირჯება.
მოგეხსენებათ, ბუფონს სერია A-ში 640 თამაშ აქვს ჩატარებული პაოლო მალდინის სარეკორდო მაჩვენებლამდე 7 მატჩი აკლია – 647 თამაში.
შეხვედრა კი, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
🇮🇹 Sabato si gioca #JuventusVerona, una partita che per me non può essere normale
🇬🇧 Saturday’s fixture is Juventus-Verona, which for me can’t be just an ordinary game #FinoAllaFine #LiveAhead https://t.co/AZ8fR7JC9e pic.twitter.com/sYun2ev7RU— Gianluigi Buffon (@gianluigibuffon) September 20, 2019