ტურინის „იუვენტუსში“ აარონ რემზის დებიუტი „ტრიესტინასთან“ (1:0) ამხანაგურ მატჩში შედგა. უელსელმა ფეხბურთელმა ტრავმა მოიშუშა და ახლა თამაშისთვის მზადაა.
როგორც ნამატჩევს რემზიმ აღნიშნა, ბედნიერია და მზადაა გუნდს დაეხმაროს.
„ჩემი დებიუტით ვამაყობ. ბედნიერი ვარ იმ წუთებით, რომელიც ვითამაშე, ახლა შემიძლია გუნდს დავეხმარო. კარგად ვარ, კარგი აღდგენითი პროცესი გავაირე და მომატება შემიძლია.
ჩემთვის ახალი ჩემპიონატია, ახალი გამოცდილება და კონცენტრირებული ვარ სეზონის დაწყებაზე, პირველ მატჩზე. კარგი პრესეზონი გვქონდა, ახალი მწვრთნელია და მისი იდეების გატარებას ვცდილობთ, მაგრამ გუნდი კარგ ფორმაშია და ვიმედოვნებთ, რომ წარმატებული სეზონი იქნება“, – აღნიშნა რემზიმ.