ემრე ჯანმა შესაძლოა ტურინის „იუვენტუსი“ ერთი წლის შემდეგ დატოვოს. Tuttosport-ის ცნობით, ცხადია, რომ „იუვეს“ 2 სექტემბრამდე რომელიმე ნახევარმცველი დატოვებს. თავდაპირველად წასვლის კანდიდატები ბლეზ მატუიდი და სამი ხედირა იყვნენ.
თუმცა, გერმანელს „არსენალთან“ გარიგება ჩაეშალა და ამის შემდეგ სამიმ მაურიციო სარის ნდობა მოიპოვა, რის შედეგადაც, ახლა ხედირას დარჩენა პრაქტიკლად გადაწყვეტილია.
ამის ფონზე კი, ემრე ჯანი სარისთვის ხელშეუხებელი ფიგურა არაა და მეტიც, იტალიელი სპეციალისტი ახალ „იუვენტუსში“ მისი ადგილი აღარ ჩანს.
როგორც ცნობილი ხდება, ემრეს პსჟ და „ბაიერნი“ ეპატიჟებიან და გერმანელიც ფიქრობს, რომ ტურინი დატოვოს. საინტერესოა, რომ ჯანი ტურინელთა ბოლო სპარინგებში ძირითად შემადგენლობაში არ მოხვედრილა.