მთავარი / თეგის არქივი: იტალიის ნაკრები (გვერდი 15)

თეგის არქივი: იტალიის ნაკრები

მანჩინი იტალიის ნაკრებზე, კიელინიზე, ბერნარდესკიზე და სერია A-ზე…

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ Sky Sport-თან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. ბუნებრივია, მთავარი თემა დამდეგი ევროპის ჩემპიონატი და „სკუადრა აძურას“ დაკომპლექტება იყო. გარდა ამისა, მანჩინიმ სერია A-ში შექმნილ დაძაბულ ვითარებაზე, ჯორჯო კიელინიზე და ფედერიკო ბერნარდესკიზე გააკეთა კომენტარი: „ბედნიერი ვიქნებით ევროპის ჩემპიონატზე თუ გავიმარჯვებთ, რადგან ძალიან დიდი ხანია ეს ტურნირი არ …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი ძანიოლოს: “ძანი, იტალიას სჭირდები!” [VIDEO]

“რომას” ნახევარმცველმა ნიკოლო ძანიოლომ “იუვენტუსთან” მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო და სეზონი დაასრულა. შესაძლოა ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვოს, მაგრამ ეს ჯერ დაზუსტებით ცნობილი არაა. ნიკოლოს ყველა ამხნევებს და მათ შორის ჯანლუიჯი ბუფონი, რომელმაც მაშინ, როდესაც “სტადიო ოლიმპიკოს” ტოვებდა, ძანიოლოს მიმართა: “წარმატებები ძანი, მიდი, იტალიას სჭირდებია!”

სრულად წაკითხვა »

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე სამ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ისთვის მოსამზდებელი ეტაპი მთლიანად დაგეგმა და სამი ამხანაგური თამაში დააანონსა. რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ „სკუადრა აძურა“ 31 მარტს ნიურნბერგში გერმანიას ამხანაგურად დაუპირისპირდება. ახლახან კი, იტალიის ნაკრების ვებგვერდის ცნობით, 27 მარტს სპარინგმატჩი „უემბლიზე“ ინგლისის ნაკრებთან შედგება, ხოლო 4 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო თამაშს ჩეხეთთან …

სრულად წაკითხვა »

ჯორჯო კიელინი: “გაზაფხულიდან გუნდს დავეხმარები”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ, რომელიც ტრავმირებულია, გუნდისა და იტალიის ნაკრების შესახებ ისაუბრა. ჯორჯო მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებასა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშს უმიზნებს. „იმედი მაქვს, რომ თებერვალ-მარტში მზად ვიქნები. თერაპია კარგად მიმდინარეობს, მაგრამ დრო და მოთმინებაა საჭირო. „იუვე“ ჩემს გარეშეც ძალიან კარგად თამაშობს. იმედია, გაზაფხულზე დავეხმარები. სარის ფეხბურთი? ამას …

სრულად წაკითხვა »

იტალიის ნაკრების რეკორდები!

იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპი დიდებულ განწყობაზე დაასრულა და არაერთი რეკორდი დაამყარა. „სკუადრა აძურამ“ ბოლო ტურში, პალერმოში, სომხეთი 9:1 გაანადგურა. ისტორიაშ პირველად, „სკუადრა აძურამ“ მსოფლიოსა და თუ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ყველა მატჩი მოიგო (10-დან 10). გარდა ამისა, იტალიელებმა ერთ მატჩში 9 გოლი ისტორიაში მეოთხედ გაიტანეს. მანამდე მსგავსი ფაქტი …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “იტალიას გამოცდილება აკლია და გრანდების დონეზე დაბრუნდება”

ლეონარდო ბონუჩიმ იტალია – სომხეთის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ლეო მიიჩნევს, რომ ნაკრები კარგად ვითარებდა, მაგრამ გრანდებმად ჯერ კიდევ შორია. ბონუჩის აზრით, „სკუადრა აძურას“ ყველაზე მეტად გამოცდილება აკლია. „ჩვენი ნაკრები ევროპის გრანდებს შორის მაშინ დაბრუნდება, როდესაც დამატებით ნაბიჯს გადავდგამთ, რაც საშუალებას მოგვცემს კონკურენცია გავუწიოთ იმ გუნდებს, რომლებიც ბოლო წლებში მსოფლიოში …

სრულად წაკითხვა »

სტვენა ტურინში, ტაში – ბოსნიაში: ბერნარდესკი ნაკრებში სხვა ფეხბურთელია

ფედერიკო ბერნარდესკის კარიერაში ბოლო დროს რთული პერიოდი იყო. იტალიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონი წარუმატებლად დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ მაურიციო სარი ხშირად ენდობა, მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა („ლევერკუზენთან“). „მილანთან“ ბოლო მატჩში კი, როდესაც სარიმ შეცვალა, ტურინულმა პუბლიკამ დაუსტვინა კიდეც. თუმცა, ფედერიკო აბსოლუტურად განსხვავებულია ეროვნული ნაკრების მაისურით. ბერნარდესკიმ ოქტომბრის მატჩებში ორი გოლი …

სრულად წაკითხვა »

იტალიის ნაკრების რეკორდი – ზედიზედ 10 მოგება

იტალიის ნაკრებმა პირადი რეკორდი დაამყარა. „სკუადრა აძურამ“ თავის ისტორიაში პირველად ზედიზედ 10 თამაში მოიგო. რობერტო მანჩინის გუნდმა რეკორდულ ნუშნულს ბოსნიასთან შეხვედრაში მიაღწია. იტალიელებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 9 მატჩი მოიგეს, ხოლო მანამდე აშშ-ს ამხანაგურ თამაშიც აჯობეს. აქვე გეტყვით, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში ითამაშებს და სამივე მატჩს სახლში, …

სრულად წაკითხვა »

როგორი იქნება იტალიის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე – მანჩინის არჩევანი

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ზე თამაშის უფლება უკვე მოიპოვა და შესაბამისად, ახლა იტალიური მედია იმაზე მსჯელობს, ვინ დაიცავს „სკუადრა აძურას“ ღირსებას ზაფხულში. განაცხადში რობერტო მანჩინის 23 ფეხბურთელის შეყვანის უფლება ექნება, მათ შორის, 3 აუცილებლად მეკარე უნდა იყოს. რამდენიმე დღის წინ მანჩინიმ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის ძირითადი ბირთვი უკვე დაკომპლექტებულია …

სრულად წაკითხვა »

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებს რომში ჩაატარებს

იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება გაიფორმა. „სკუადრა აძურას“ ისტორიაში პირველად მოხდა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდესამი ტურით ადრე გაიფორმა ფინალური ეტაპის საგზური. ამ შედეგის წყალობით, უკვე ცნობილია, რომ იტალია ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ 12 ივნისს, ჩემპიონატის გახსნის მატჩს რომში ჩაატარებს. საერთოდაც, ჯგუფური ეტაპის სამივე თამაშს რობერტო მანჩინის …

სრულად წაკითხვა »