მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “იტალიას გამოცდილება აკლია და გრანდების დონეზე დაბრუნდება”

ბონუჩი: “იტალიას გამოცდილება აკლია და გრანდების დონეზე დაბრუნდება”

ლეონარდო ბონუჩიმ იტალია – სომხეთის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ლეო მიიჩნევს, რომ ნაკრები კარგად ვითარებდა, მაგრამ გრანდებმად ჯერ კიდევ შორია. ბონუჩის აზრით, „სკუადრა აძურას“ ყველაზე მეტად გამოცდილება აკლია.

„ჩვენი ნაკრები ევროპის გრანდებს შორის მაშინ დაბრუნდება, როდესაც დამატებით ნაბიჯს გადავდგამთ, რაც საშუალებას მოგვცემს კონკურენცია გავუწიოთ იმ გუნდებს, რომლებიც ბოლო წლებში მსოფლიოში მწვერვალზე არიან. ესპანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან შედარებით რაღაც გვაკლია და შესაძლოა ეს რაღაც განსაკუთრებით გამოცდილება იყოს. მათ ბევრი მოთამაშე ჰყავთ, რომლებიც გარკვეული პერიოდია უმაღლეს დონეზე თამაშობენ.

მეც ვიყავი ახალგაზრდა, როგორც ნაკრებში დღეს მყოფი ფეხბურთელები და საუკეთესოებთან თამაშში ვიზრდებოდი. ეს არის პროცესი, რომელიც მწვრთნელის წყალობით სწრაფად მიმდინარეობს. მეც ვუშვებდი შეცდომებს, რომლებიც განვითარებაში მეხმარებოდა.

ჩემთვის მნიშვნელოვანი სიტუაციაა. ჩემი მიზანია, რომ იმაზე უკეთ ვითამაშო, ვიდრე ბოლო ორი წლის განმავლობაში, რადგან ამ პერიოდში მაქსიმუმი ვერ გავაკეთ. 32 წლის ვარ და კიდევ შემიძლია მომატება. კიელინი? მე მას ყოველდღე ვუყურებ და ყველას გააკვირვებს.

სომხეთთან პირველ თამაშში გაძევება? სიმულაცია არ გამიკეთებია, თვალში დარტყმა მივიღე. ახლა მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობ, ვიცით, რომ ინტენსიური თამაში იქნება, მეტოქე კონტრშეტევებზე ააგებს თამაშს, მაგრამ ჩვენ ისევ გამარჯვება გვინდა“, – თქვა ბონუჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …