მთავარი / სიახლეები / იტალიის ნაკრების რეკორდი – ზედიზედ 10 მოგება

იტალიის ნაკრების რეკორდი – ზედიზედ 10 მოგება

იტალიის ნაკრებმა პირადი რეკორდი დაამყარა. „სკუადრა აძურამ“ თავის ისტორიაში პირველად ზედიზედ 10 თამაში მოიგო.

რობერტო მანჩინის გუნდმა რეკორდულ ნუშნულს ბოსნიასთან შეხვედრაში მიაღწია. იტალიელებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე 9 მატჩი მოიგეს, ხოლო მანამდე აშშ-ს ამხანაგურ თამაშიც აჯობეს.

აქვე გეტყვით, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში ითამაშებს და სამივე მატჩს სახლში, რომში ჩაატარებს. ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს კი, პირველ კალათაში იქნება განთესილი.

ევროპის ჩემპიონატის წილისყრა 30 ნოემბერს, ბუქარესტში გაიმართება.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …