მთავარი / სიახლეები / სტვენა ტურინში, ტაში – ბოსნიაში: ბერნარდესკი ნაკრებში სხვა ფეხბურთელია

სტვენა ტურინში, ტაში – ბოსნიაში: ბერნარდესკი ნაკრებში სხვა ფეხბურთელია

ფედერიკო ბერნარდესკის კარიერაში ბოლო დროს რთული პერიოდი იყო. იტალიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონი წარუმატებლად დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ მაურიციო სარი ხშირად ენდობა, მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა („ლევერკუზენთან“).

„მილანთან“ ბოლო მატჩში კი, როდესაც სარიმ შეცვალა, ტურინულმა პუბლიკამ დაუსტვინა კიდეც.

თუმცა, ფედერიკო აბსოლუტურად განსხვავებულია ეროვნული ნაკრების მაისურით. ბერნარდესკიმ ოქტომბრის მატჩებში ორი გოლი გაიტანა „სკუადრა აძურა“ რიგებში. გუშინ კი, ბოსნიასთან გოლი არ გაუტანია, მაგრამ მოედანზე გამორჩეული იყო. მთელი რიგი იტალიური გამოცემების ვერსიით, საერთოდაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ.

სხვათა შორის, რობერტო მანჩინიმ ბერნარდესკი 75-ე წუთზე შეცვალა და ბოსნიელმა გულშემატკივრებმა ფედერიკო აპლოდისმენტებით გააცილეს – უცნაურია, საკუთარი გუნდის ქომაგები უსტვენენ და მოწინააღმდეგის ტაშით აცილებენ.

ერთის მხრივ, ბერნარდესკის ორსახოვანი თამაში მის სათამაშო როლთან ასოცირდება. „იუვენტუსში“ გამთამაშებლის პოზიციაზე (4-3-1-2) თამაშობს, ხოლო იტალიის ნაკრებში ფლანგზე (4-3-3, უფრო მეტად მარჯვნივ).

თუმცა, ერთი რამ ცხადია, რომ ბერნარდესკის პოტენციალი დიდია და ეს გასულ სეზონშიც დაამტკიცა. მაურიციო სარისთვის კი, მისი ნაკრებში ჩინებული თამაში კარგი სიგნალი უნდა იყოს, რადგან ალბათ ის დროც მალე მოვა, როცა „იუვენტუსშიც“ იტყვის წონად სიტყვას.

ბოლოსკენ გეტყვით, რომ ბევრმა ბერნარდესკის ვითარება რონალდუს სიტუაციასთან დააკავშირა. კრიშტიანუს „იუვეში“ ბოლო დროს გაუჭირდა, მაგრამ პორტუგალიის ნაკრებში მეორე სუნთქვა ეხსნება. რონალდუ და ბერნარდესკი – სხვადასხვა მოთამაშეები კლუბსა და ნაკრებში…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …