მთავარი / სიახლეები / იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებს რომში ჩაატარებს

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებს რომში ჩაატარებს

იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება გაიფორმა. „სკუადრა აძურას“ ისტორიაში პირველად მოხდა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდესამი ტურით ადრე გაიფორმა ფინალური ეტაპის საგზური.

ამ შედეგის წყალობით, უკვე ცნობილია, რომ იტალია ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ 12 ივნისს, ჩემპიონატის გახსნის მატჩს რომში ჩაატარებს. საერთოდაც, ჯგუფური ეტაპის სამივე თამაშს რობერტო მანჩინის გუნდი საკუთარ კედლებში,“სტადიო ოლიმპიკოზე“ გამართავს.

ცნობისთვის, ამავე ჯგუფის მატჩები აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოშიც გაიმართება, მაგრამ იტალია თავის შეხვედრებს მხოლოდ რომში ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …