ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ იტალიის ნაკრებში გოლი გაიტანა. საბერძნეთთან მატჩის შემდეგ 25 წლის შემტევმა კომენტარი გააკეთა.
„შესანიშნავი საღამო იყო, ყველანაირად ემოციური. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომ მრავლად მოვიდნენ სტადიონზე და თბილი საღამო შეგვიქმნეს. ჩემი გოლი მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მთავარი გამარჯვება და კვალიფიცირება გახლდათ.
ცხადია, სწორ გზას ვადგავართ, მოთმინებით ვითამაშეთ და ბურთს სწრაფად ვათამაშებდით, განსაკუთრებით მეორე ტაიმში და გოლებიც გავიტანეთ. არსებობს წინაპირობები, რომ ევროპის ჩემპიონატზე მაღალ დონეზე ვითამაშეთ, მზად ვიქნებით“, – თქვა ბერნარდესკიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური გაიფორმა.