ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი დუგლას კოშტა დაბრუნებასთან ახლოსაა. Tuttosport- ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდთან ერთად იქნება და „ბოლონიასთან“ მატჩს მზადყოფნაში შეხვდება.
მოგეხსენებათ, დუგლასმა ტრავმა სექტემბერში, ფლორენციის „ფიორენტინასთან“ დაპირისპირება მიიღო და მას შემდეგ ლაზარეთში იმყოფებოდა.
გარდა ამისა, „იუვეს“ მარჯვენა მცველები დანილო და მატია დე შილიო გამოუჯანმრთელდნენ. თითქმის გადაწყვეტილია, რომ „ბოლონიასთან“ ორივე ფეხბურთელი განაცხადში მოხვდება და მაურიციო სარიზე იქნება დამოკიდებული ითამაშებენ თუ არა.