ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო ბირინდელიმ Radio Sportiva-სთან ისაუბრა. იტალიელის განცხადებით, ხუან კუადრადო უკეთესი მცველია, ვიდრე ჟოაუ კანსელუ, რომელიც ტურინელებმა ზაფხულში გაყიდეს.
გარდა ამისა, მატიას დე ლიხტისა და გონსალო იგუაინის შესახებაც გააკეთა კომენტარი:
„უიღბლო ტრავმებით სარის გაუმართლა, რადგან კუადრადოს მცველად დაყენება მოუწია და გამოჩნდა, რომ კანსელუზე ძლიერი და თანამედროვე მარჯვენა მცველია.
დე ლიხტი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, „აიაქსში“ დაამტკიცა თავისი ძალა, ახლა განსხვავებულ და ახალ სტილთან ადაპტირება უნდა მოახერხოს და ფაქტია, თამაშიდან თამაშამდე უკეთ ირჯება.
იგუაინი? მე არასდროს გავცვლიდი იკარდიში, რაზეც ზაფხულში ბევრს საუბრობდნენ. მან დაამტკიცა და ახლაც ამტკიცებს, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. „იუვენტუსს“ ნაკლი არ აქვს, იზრდება და გაუმჯობესების შესაძლებლობა აქვს“, – აღნიშნა ბირინდელიმ.