ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანჯელო დი ლივიომ განაცხადა, რომ „იუვემ“ მილანის „ინტერი“ ძალიან კარგ დროს დაამარცხა.
ვეტერანი ნახევარმცველის თქმით, მაურიციო სარი გუნდის ღრმა შემადგენლობას შესანიშნავად მართავს.
„იუვენტუსი“ საუკეთესო მომენტს უახლოვდება. მილანში, „ინტერთან“ გამარჯვება საჭირო მომენტში შედგა. დამსახურებულად, თავდაჯერებულად მოიგო და გამოჩნდა ის, რასაც სარი დიდი ხანია ამზადებდა. გუნდის შემადგენლობა ძალიან ღრმაა და სარის მას ძალიან კარგად მართავს“, – თქვა დი ლივიომ.