ტურინის „იუვენტუსი“ ეროვნულ ნაკრებებში მივლინებული ფეხბურთელების გარეშე, განახევრებული შემადგენლობით აგრძელებს ვარჯიშს.
შვებულების შემდეგ საწვრთნელი პროცესი მეორედ ჩატარდა. იტალიური მედიის ცნობით, გუნდს დანილო და მატია დე შილიო დაუბრუნდნენ, რომლებიც წესით „ბოლონიასთან“ მატჩის მზად იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 14 ფეხბურთელის გარეშე ემზადება, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებში შეკრებაზე არიან.