იტალიის ნაკრების კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ საბერძნეთთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „იუვენტუსის“ ფეხბურთელის განცხადებით, იტალიელ ქომაგებს ისტორიული საღამო უნდა აჩუქონ.
„წინ რთული თამაშია და პუბლიკის მხარდაჭერა დაგვჭირდება. ვალდებულები ვართ, იტალიელებს ისტორიული საღამო ვაჩუქოთ. რა თქმა უნდა, გამარჯვება ემოციური იქნება, რადგან ნაკრებში ყოფნის 10 წელიწადში ასე სწრაფად ფინალური ეტაპის საგზური არ მოგვიპოვებია. ეს ნიშნავს, რომ შესანიშნავად ვიმუშავეთ.
იტალიის ნაკრებში ერთადერთი იუვენტინო ვარ (ბერნარდესკი დაავიწყდა – რედ), ეს განსაკუთრებული სიტუაციაა. ერთი გუნდის ბლოკი ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ზოგჯერ გადამწყვეტი ხდება.
ხვალ 92-ე თამაშს ვითამაშებ ნაკრებში და მეასე მატჩი ევროპის ჩემპიონატზე მომიწევს, ცხადია სასიამოვნოა. პირადი მიღწევების მიუხედავად მთავარია შესანიშნავად ვითამაშოთ და ვისიამოვნოთ“, – თქვა ბონუჩიმ.
იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს საბერძნეთთან ფრის შემთხვევაშიც მოიპოვებს.