მთავარი / სიახლეები / დე ლიხტის თამაშმა ჰოლანდიის ნაკრებშიც კრიტიკა დაიმსახურა

დე ლიხტის თამაშმა ჰოლანდიის ნაკრებშიც კრიტიკა დაიმსახურა

მატიას დე ლიხტის სათამაშო ფორმა ისევ განსჯის საკითხია. 20 წლის ფეხბურთელმა „ინტერთან“ საკმაოდ ცუდი თამაში აჩვენა და არც ეროვნულ ნაკრებს გარჯილა უკეთესად.

ჩრდილოეთ ირლანდიასთან დე ლიხტმა ერთ ეპიზოდში ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაც ჰოლანდიას გაშვებულ გოლად დაუჯდა. ჯერ ბურთი ვერ ამოიტანა საჯარიმოდან, აეჭრა და შეტევა გაგრძელდა, ხოლო შემდეგ გოლის ავტორი ვერ აიყვანა და ბურთი თავზე გადააფრინდა.

დე ლიხტის ცუდ თამაშს ხაზი რონალდ კუმანმაც გაუსვა:

„დიახ, მატიასი ორჯერ შეცდა და არ ჰქონდა კარგი საღამო. მასთან ერთად ბლინდმაც ცუდი თამაში ჩაატარა“, – აღნიშნა კუმანმა.

ამავე შეხვედრაში დე ლიხტი ისტორიული მიღწევის ავტორი გახდა: ყველაზე ახალგაზრდა ჰოლანდიელმა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 20 მატჩი დაუგროვდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …