ტურინის „იუვენტუსმა“ სამდღიანი შვებულება დაასრულა და კონტინასას ბაზაზე საწვრთნელი პროცესი განაახლა.
ბუნებრივია, ვარჯიშზე ის ფეხბურთელები არ მონაწილეობდნენ, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებში ასპარეზობენ, ასეთი კი 14 მოთამაშეა.
ხუთშაბათის ვარჯიშზე არ ყოფილა გონსალო იგუაინი, რომელიც შვებულებით სარგებლობდა და გუნდს პარასკევს შეუერთდა, როდესაც ვარჯიში დილითაა ჩანიშნული.