მთავარი / სიახლეები / მარკიზიო: “მე, პირლო, პოგბა და ვიდალი – ფანტასტიკური ნახევარდაცვა გვყავდა”

მარკიზიო: “მე, პირლო, პოგბა და ვიდალი – ფანტასტიკური ნახევარდაცვა გვყავდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილ ფეხბურთელ კლაუდიო მარკიზიოს Daily Mail-ი გაესაუბრა. ბრიტანული ტაბლოიდი კლაუდიოს ძირითადად პრემიერლიგის საკითხებზე ესაუბრა, თუმცა ტურინული წარსულიც გაიხსენა.

„ჩემი 8 ნომერი უკვე საუკეთესო ხელშია. რემზი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მინდოდა, რომ 8 ნომერი მას აერჩია.

პოგბა? როდესაც ის „იუვენტუსში“ მოვიდა, მე და პირლოს 15 წუთი დაგვჭირდა, რამდენად ძლიერი იყო პოლი და მალევე მივხვდით, რომ ძირითად შემადგენლობაში ვინმეს ადგილს დაიკავებდა.

საბედნიეროდ, მწვრთნელმა იპოვა გზა, რომ ყველას ერთად გვეთამაშა. ფანტასტიკური ნახევარდაცვა გვყავდა ჩვენს სამს და ვიდალს.

ლამპარდი და ჯერარდი? ორივე უძლიერესი მოთამაშეები იყვნენ, თავიანთი კლუბების სიმბოლოები. აღფრთოვანებული ვიყავი მათი ქარიზმით, სათამაშო ოსტატობით, ლიდერის თვისებებით, გამბედაობით და მაისურის ერთგულებით.

პრემიერლიგაში თამაშის რიტმი და ფიზიკურობა ყოველთვის მხიბლავდა. თავის დროზე მქონდა ინტერესი „მანჩესტერიდან“ და „ჩელსიდან“, მაგრამ „იუვე“ ყოველთვის იყო ჩემი პრიორიტეტი და ამიტომ, რეალური მოლაპარაკება არასდროს არავისთან გამიმართავს.

ჩემი მომავალი? არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ამ მომენტში გადაწყვეტილი არ მაქვს რას გავაკეთებ“, – აღნიშნა მარკიზიომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …