მარიო მანჯუკიჩი ტურინის „იუვენტუსს“ დატოვებს და ეს ამბავი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. Tuttosport-ის ინფორმაციით, ხორვატი ფეხბურთელი „მანჩესტერს პირად კონტრაქტს შეუთანხმდა, რომელსაც დიდი ალბათობით დეკემბერში გააფორმებს.
ინგლისში კი, ოფიციალურად იანვარში გადავა, როდესაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება.
აღსანიშნავია, რომ მანჯუკიჩს შესაძლოა მუშაობა მასიმილიანო ალეგრისთან მოუწიოს, რადგან იტალიელი სპეციალისტი „მანჩესტერის“ მთავარ მწვრთნელად განიხილება.
რაც შეეხება მანჯუკიჩს, მაურიციო სარის გეგმებში ვერ ჩაჯდა და მიმდინარე სეზონში გუნდში საერთოდ არ გამოჩენილა.