ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი კრისტიან ვიერი მიიჩნევს, რომ გონსალო იგუაინის გაყიდვა შეცდომა იქნებოდა. „ბობოს“ განცხადებით, ვინც ამას ცდილობდა და მხარს უჭერდა, შეშლილია.
„კვირების განმავლობაში მაინტერესებდა ვინ იყო ის შეშლილი, ვისაც მისი გაყიდვა სურდა. იგუაინი დღეს მსოფლიოს ხუთ საუკეთესო თავდამსხმელს შორისაა და ეს უკვე დაამტკიცა“, – თქვა ვიერიმ.
შეგახსენებთ, რომ იგუაინმა სეზონი წარმატებით დაიწყო და მაურიციო სარის გუნდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა.