მთავარი / თეგის არქივი: იტალიის ნაკრები (გვერდი 14)

თეგის არქივი: იტალიის ნაკრები

მარკიზიო: “ლოკატელი სრულყოფილი ფეხბურთელია, იმედია რომელიმე იტალიური გუნდი იყიდის”

ტურინის „იუვენტუსი“ და განსაკუთრებით ანდრეა პირლო „სასუოლოსა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველით, მანუელ ლოკატელით არიან დაინტერესებულნი. 22 წლის ნახევარმცველი ჩინებულ ფორმაშია და ბოსნიასთან მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა, ბრწყინვალე საგოლე პასიც გააკეთა. „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი კლაუდიო მარკიზიო კი მას ტვიტერის მეშვეობით აქებს. „ის ნამდვილად ძალიან იზრდება. ამ ნაკრებისთვის შეუცვლელია. იმედია, რომელიმე იტალიური …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩიმ ტრავმის გამო იტალიის ნაკრები შეკრება დატოვა

ლეონარდო ბონუჩი ტრავმირებულია. 33 წლის მცველმა იტალიის ნაკრების შეკრება დატოვა და ტურინში დაბრუნდა, რისი მიზეზიც კუნთის ტრავმაა. „არ შემიძლია გუნდთან ერთად ყოფნა. ბოლო 20 დღე რთული იყო, განსაკუთრებით „ლაციოსთან“ მატჩის ბოლო ნახევარი საათი. იმედი მქონდა, რომ გამივლიდა, მაგრამ ტკივილი ისევ მაქვს. იძულებული ვარ გავჩერდე. ახლა ტურინში შევაფასებთ სიტუაციას. სამწუხაროდ, ეს …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “კიელინი 15 წელი ყველაზე ძლიერი მცველი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ნიდერლანდებთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ჯორჯო კიელინისა და ვირჯილ ვან დაიკის შესახებ კომენტარი გააკეთა. „ორივე საუკეთესოა, ვან დაიკიც და კიელინიც. ისინი მსოფლიოში ხუთ საუკეთესო მცველებს შორის არიან. ვან დაიკმა, როგორც „ლივერპულში“, ისე ეროვნულ ნაკრებში დაამტკიცა, რომ „ოქროს ბურთს“ იმსახურებს, მაგრამ ჯორჯო 15 წლის განმავლობაში ყველაზე …

სრულად წაკითხვა »

მანჩინი: “კიელინი ჩვენთვის ფუნდამენტური ფეხბურთელია”

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ Gazzetta Dello Sport-თან ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელების, ფედერიკო ბერნარდესკისა და ჯორჯო კიელინის შესახებ ისაუბრა. მანჩინი ფიქრობს, რომ ბერნარდესკიმ ტურინელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი უნდა დაიბრუნოს. „ბევრი რამ მასზეა დამოკიდებულია, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სარის გუნდში ლიდერის როლი შეასრულოს. „ემერსონი „იუვეში“? პრემიერლიგაში დიდი სათამაშო დრო არ აქვს …

სრულად წაკითხვა »

“მოედანზე მეც ***ის შვილი ვარ” – კიელინი სუარესის კბენაზე

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა საკუთარ წინგში წერს, რომ ლუის სუარესზე გაბრაზებული არაა, რადგან გამარჯვებისთვის მეტოქეზე ჭკვიანი უნდა იყო. ჯორჯომ 2014 წლის მუნდიალის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც ურუგვაელმა უკბინა. „სუარესმა მიკბინა და მორჩა. რამდენიმე დღეში დავურეკე და ვუთხარი, რომ ბოდიშის მოხდა საჭირო არ იყო. ეს მისი სტრატეგია იყო და ჩვენ ერთნაირები ვართ. მიყვარს …

სრულად წაკითხვა »

ლიპის და კანავაროს ინსტაგრამ ლაივი: “დელ პიერო მეუბნებოდა მეხუთე პენალტს შევასრულებო”

იტალიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ფაბიო კანავარომ ინსტაგრამში მარჩელო ლიპისთან ისაუბრა. ლიპიმ და კანავარომ 2006 წლის მუნდიალი გაიხსენეს, როდესაც ორივე მათგანმა ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა. მარჩელო ლიპიმ ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. მათ შორის, საფრანგეთთან ფინალში პენალტების შემსრულებლების შესახებ, რობერტო ბაჯოსთან ურთიერთობაზე, კრისტიან ვიერის სინანულსა და პაოლო მალდინის ნაკრებში დაბრუნების შესაძლებლობაზე. …

სრულად წაკითხვა »

კასანო: “გასაკვირი არაა ჯიჯის ახალი კონტრაქტი, 2022 წლის მუნდიალზე თამაში უნდა”

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო ამბობს, რომ ჯანლუიჯი ბუფონს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს. ამიტომ, არ უკვირს, რომ „იუვენტუსთან“ კონტრაქტს ახანგრძლივებს. „ბუფონის კონტრაქტის გახანგრძლივება? ეს გასაკვირი არაა. ჯიჯის სურს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში, მეექვსე მუნდიალზე ითამაშებს. ერთი წელი იქნება და შემდეგ ნახავთ, რომ ისევ გააგრძელებს. ფსონი დავდოთ?“, – …

სრულად წაკითხვა »

პანუჩი: “ლიპი ერთადერთი მწვრთნელი იყო, ვისთანაც პრობლემა მქონდა და ეს ძვირად დამიჯდა”

იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა კრისტიან პანუჩიმ განაცხადა, რომ ერთადერთი მწვრთნელი, რომელთანაც პრობლემები ჰქონდა, მარჩელო ლიპი იყო. ეს კი, ძალიან ძვირად დაუჯდა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის გარეშე დარჩა. „ცუდი თვისებები არ მქონია, ბევრს ავიწყდება, რომ 20 ტიტული მოვიგე, 18 წლის ასაკში დიდ „მილანში“ ვთამაშობდი, 23 წლის ასაკში „რეალში“, შემდეგ „ჩელსიში“, „რომაში“. …

სრულად წაკითხვა »

კამორანეზი: “ფინალის წინა დღეს მარადონას ველაპარაკე”

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მაურო კამორანეზიმ განაცხადა, რომ 2006 წლის მუნდიალის ფინალის წინა დღეს ტელეფონით დიეგო არმანდო მარადონას ესაუბრა. გარდა ამისა, დავიდ ტრეზეგესთან ურთიერთობის საწყისი ეტაპიც გაიხსენა, რომელსაც თავიდან არ ელაპარაკებოდა, მაგრამ შემდეგ მალევე დამეგობრდნენ. „ჩირო ფერარას ოთახში შევედი და მითხრა, რომ მარადონასთან უნდა ესაუბრა (ფერარა ლიპის …

სრულად წაკითხვა »

მანჩინი: “ევროპის ჩემპიონატის მოგება 2021 წელსაც შეგვიძლია”

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ ევრო 2020-სთვის შემადგენლობა თითქმის შერჩეული ჰქონდა. თუმცა, თუ 2021 წლისთვის გადაიდება, მისი გუნდი მაინც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. „ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელ ფეხბურთელთა სიაზე თითქმის ჩამოყალიბებული და დარწმუნებული ვიყავი, ისინი მზად იყვნენ. მხოლოდ რამდენიმე საეჭვო პოზიცია მქონდა. თუ ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიწევს, სიაში ალბათ ცვლილებები …

სრულად წაკითხვა »