ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ნიდერლანდებთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ჯორჯო კიელინისა და ვირჯილ ვან დაიკის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„ორივე საუკეთესოა, ვან დაიკიც და კიელინიც. ისინი მსოფლიოში ხუთ საუკეთესო მცველებს შორის არიან. ვან დაიკმა, როგორც „ლივერპულში“, ისე ეროვნულ ნაკრებში დაამტკიცა, რომ „ოქროს ბურთს“ იმსახურებს, მაგრამ ჯორჯო 15 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყო“, – აღნიშნა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებისა და იტალიის ნაკრებების მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.